რეფლექსია
სოციალური
პროექტის
,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ რეფლექსია
სოციალური პროქტი „დავასუფთაოთ
მსოფლიო“ განვახორცილე IVკლასის მოსწავლეების მონაწილეობით. 2018 წლის მაისის თვეში. მისი მიზანი იყო:
თემის ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვაზე. თანამშრომლობის გაძლიერება სკოლის ადმინისტრაციასთან, სოფლის ექიმთან, მშობლებთან,
რითაც მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვდასხვა უნარ-ჩვევა: თანამშრომლბის, ჩართულობის, მსჯელობის, კომუნიკაციის პრობლემის მოგვარების ,პრეზენტაციის. მიმაჩნია რომ, პროექტის
დაგეგმის დროს დასახულ მიზანს მივაღწიე , რადგან პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს:
აემაღლებინათ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ, გაიაზრეს თუ რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვა, ისწავლეს, როგორ უნად გაუწიონ დახმარება სხვა ადამიანებს და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. იზრუნებენ ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვის აუცილბლობაზე.
რის შედეგადაც გავედით ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა
შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ანაწილებს გუნდში ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს;
·
ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს
სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრისას.
პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეების ნაწილს ქონდათ გაცდენები, ამან ვერ მოახდინა პროექტის მიმდინარეობაზე გავლენა, რადგან ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა შეძლეს ფუნქციის გადანაწილება და დავალებების შესრულება.
მიმაჩნია რომ , პროექტი საერთოდ წარმატებული იყო, რადგან მოსწავლეები იყვნენ ინტერესით ჩართული ატივობებში, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე წარმატებული იყო პლაკატებზე და პრეზენტაციაზე მუშაობა, ისინი იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები და მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან თვითონ ქმნიდნენ რესურსებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის. მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია , ისტ-ის გამოყენებით გაიფართოვეს თვალსაწიერი, გაუღრმავდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნა, რის შედეგადაც მოხდა :
- ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდას
ადრეული ასაკიდანვე;
- გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
- მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
- კვება – ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
- მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური
ცხოვრება, დღის რეჟიმში
სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
- ჰიგიენა – პირადი და
საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების
ძირითადი ჩვევების ცოდნა;
- გაკაჟება.
·
თანამშრომლობისა
და საპრეზენტაციო უნარები.
პროექტის მანძილზე მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად, მიუხედავად იმისა, რომ გადავანაწილეთ ფუნქციები მაინც გამოიკვეთნენ ლიდერები. ვფიქრობ ამის გადაჭრას შევძლებთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მეტი გათვალისწინებით და დავალებების ისე გადანაწილებით, რომ მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. პროექტი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარიმართა, არ გამხდარა საჭირო აქტივობების მოდიფიცირება.
გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას, მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ფუნქციების განაწილებით და დავალებების შერჩევით. რითაც ხელს შვუწყობ მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას.
პროექტის მიმდინარეობის ფოტო მასალა
განთავსებულია ბმულზე:
Comments
Post a Comment